Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპტების მართლმადიდებელი ქრისტიანების პაპის დაკრძალვაზე კაიროში ათასობით ადამიანი ჩავიდა


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მთავარ საკათედრო ტაძარში ათასობით ადამიანი მივიდა კოპტების მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარის, პაპ შენუდას დაკრძალვაზე. დასაფლავებაზე ჩავიდნენ მსოფლიოს არაერთი ეკლესიის, მათ შორის ვატიკანის წარმომადგენლები. შენუდას სხეულს მიწას მიაბარებენ უდაბნოში, პაისი დიდის მონასტერში. შენუდა შაბათს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. ის კოპტების მართლმადიდებელ ეკლესიას 40 წელიწადი ედგა სათავეში. კოპტები მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ეგვიტის 80 მილიონიანი მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენენ. მათი უმეტესობა მართლმადიდებელი კოპტები არიან, მცირე ნაწილი კოპტულ კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG