Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საპარლამენტო კომისია უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების წინააღმდეგია


პაკისტანის საპარლამენტო კომისია გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს პაკისტანში ისლამისტი მეომრების წინააღმდეგ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება. მოთხოვნა გამოქვეყნდა მაშინ, როცა, სამშაბათს, პაკისტანის პარლამენტი შეიკრიბა პაკისტანსა და აშშ-ს შორის თვეების მანძილზე დაძაბულ ურთიერთობათა მომავლის განსახილველად. კომისია პაკისტანს მოუწოდებს, მოითხოვოს უპირობო ბოდიში 26 ნოემბერს ნატოს მიერ 24 პაკისტანეიი სამხედროს დახოცვის გამო. ამ სისხლისღვრას, ასევე სხვა ინციდენტებს, პაკისტანის მთავრობასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობათა მძაფრი გაუარესება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG