Accessibility links

logo-print

რუსეთი ბელორუსიას მოუწოდებს, გააუქმოს სიკვდილით დასჯა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოუწოდა ბელორუსიას შეუერთდეს ევროპას და სააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ლავროვმა ეს თქვა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც ბელორუსიაში სიკვდილით დასაჯეს ორი პირი, რომლებსაც ბრალად დაედოთ მინსკის მეტროში შარშან მოწყობილი აფეთქება, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბელორუსია სიკვდილით დასჯის გამო გააკრიტიკეს. კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე ბრალდებულების სამართლებრივი უფლებების დაცვა. ლავროვმა რადიო კომერსანტს უთხრა, რომ რუსეთის მთავრობა ემხრობა მორატორიუმს და სურს, რომ ევროპის ყველა ქვეყანა, მათ შორის ბელორუსია, შეუერთდეს მას. ბელორუსია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენები სისრულეში მოჰყავს.
XS
SM
MD
LG