Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა


20 მარტს, სოფელ ერგნეთში ცხინვალის რეგიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი, 21-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მისიის და ეუთოს შუამავლობით ეწყობა. მონაწილეებმა წამოაყენეს ბოლო პერიოდის ინციდენტების და მოქალაქეთა დაკავების, ასევე უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების თემები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში იმსჯელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოების შესახებ. წამოაყენეს ასევე გადაადგილების თავისუფლების, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში სალოცავ ადგილებზე მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხი. შეხვედრამ სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა. შემდეგი შეხვედრა, მიღწეული შეთანხმებით, 2012 წლის 30 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG