Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პხენიანი ატომური სააგენტოს ინსპექტორებს კვლავ ეპატიჟება


ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ მიიწვია გაეროს ატომური ინსპექტორები ქვეყანაში. სამი წლის წინ პხენიანმა ინსპექტორებს ქვეყნის დატოვება მოთხოვა და ბირთვული სამუშაოები განაახლა. კომუნისტური ქვეყნის წარმომადგენელმა ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებებზე, რი იუნგ ჰომ განაცხადა, რომ ინსპერქტორები მიიწვიეს ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმების სამეთვალყურეოდ. ატომურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ მიწვევა მიიღო. ვაშინგტონთან დადებულ ახალ შეთანხმებაში, პხენიანმა იკისრა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ასევე ამ სფეროში გამოცდის მოწყობა. სანაცვალოდ ის აშშ-გან მიიღებს ათასობით ტონა სურსათს დახმარების სახით. აშშ-მა, თუმცა, განაცხადა, რომ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის პხენიანის განცხადება, რომ მომავალ თვეში შორი მოქმედების რაკეტის გაშვებას აპირებს, რაც გაეროს სანქციების დარღვევაა.
XS
SM
MD
LG