Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის სარაკეტო ფარის საპირისპიროდ რუსეთის „აღჭურვა“ სურს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც მალე დაუთმობს პოსტს ვლადიმირ პურტინს, მოუწოდა რუსეთის არმიას, რომ „სრულ მზადყოფნაში“ და „სრულად აღჭურვილი“ იყოს 2017-2018 წლებისთვის, აშშ-ის გეგმის საპირისპიროდ, განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ევროპაში. მედვედევმა, რომელიც რუსეთის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადg, რომ რუსეთი არ უკეტავს დიალოგის კარს აშშ-სა და ნატოს. აშშ და ნატო აცხადებენ, რომ ანტისარაკეტო ფარი ირანის შესაძლებელი საფრთხის საპირისპიროდ იქმნება. ნატოს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ითანამშრომლებს ამ სფეროში, მაგრამ უარს ამბობს, სისტემის რუსეთთან ერთად მართვაზე. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ფარი იმდენად ძლიერი იქნება, რომ რუსეთის ბირთვული შეკავების სისტემას დაჩრდილავს.
XS
SM
MD
LG