Accessibility links

logo-print

თურქეთში შეტაკება მოხდა ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


ასეულობით ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორს შეტაკება მოხდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. ძალადობა დაიწყო, როცა ბათმანსა და სიზრეში პოლიცია შეეცადა არ მიეცა ქურთებისთვის ნავროზობი , ახალი წლის დადგომის აღნიშვნის შესაძლებლობა. ბათმანში 15 ადამიანი დაშავდა, როცა პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს უშენდნენ უშიშროების ძალებს. უფრო ადრე ნავროზობის აღნიშვნისას შეეტაკებები მოხდა სტამბოლსა და დიარბარიქში. თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს ნავროზობის 21 მარტს აღნიშვნას, მაგრამ ქურთები არ ემორჩილებიან კანონს. ნავროზობა, ანუ ახალი წლის დადგომა, მოძრავი დღესასწაულია და გაზაფხულის ბუნიობას, დღეღამტოლობას ემთხვევა.
XS
SM
MD
LG