Accessibility links

logo-print

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანთან საზღვარზე ოფიცერი მოკლეს


აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე, არმიის ოფიცერი იქნა მოკლული სნაიპერის მიერ, იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. შემთხვევა მოხდა ორშაბათს, თავუშის რაიონში. გასულ კვირაში, იმავე არეალში, სომხეთის არმიის სერჟანტი მოკლა, ასევე სნაიპერმა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი აქვთ დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო. საკუთრივ ეს არეალი, აზერბაიჯანის ტერიტორიის სხვა ნაწილებთან ერთად, სომეხ სეპარატისტთა არმიამ, ერევნის მხარდაჭერით, 1990-იან წლებში დაიკავა. ომის დროს 30 ათასი ადამიანი დაიხოცა, ათასობით პირი იძულებული გახდა, რეგიონი დაეტოვებინა. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურმა გზებმა ჯერ-ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.
XS
SM
MD
LG