Accessibility links

logo-print

ტულუზა: თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამბობს, რომ პოლიციას ჩაბარდება


საფრანგეთის ქალაქ ტულუზის ებრაულ სკოლასთან თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ამბობს, რომ მზად არის, ჩაბარდეს პოლიციას. პოლიციას ალყაშემორტმული აქვს სახლი ტულუზში, სადაც ეჭვმიტანილი იმყოფება. სავარაუდოდ მის მიერ ებრაულ სკოლასთან ორშაბათს მოწყობილმა თავდასხმამ შეიწირა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კლოდ გუანტის განცხადებით, ოთხშაბათს ეჭვმიტანილთან ურთიერთსროლის შედეგად დაიჭრა სამი პოლიციელი. მინისტრი ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქმე ეხება 24 წლის მამაკაცს, საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან და სურდა შური ეძია პალესტინელი ბავშვების დახოცვის გამო, სურდა ასევე საფრანგეთის არმიის დასჯა ავღანეთში სამხედრო ინტერვენციისათვის. ეს პირი ეჭვმიტანილია გასულ კვირაში სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაშიც.
XS
SM
MD
LG