Accessibility links

სომალიში გაათავისუფლეს ბრიტანელი მძევალი


ბრიტანეთის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ სომალიში გაათავისუფლეს ბრიტანელი მძევალი ჯუდიტ ტიბატი, რომელიც ექვსი თვე იყო ტყვეობაში. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც შარშან შეიპყრეს ტიბატი, მას ქმარი მოუკლეს. სომალელმა ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ ბრიტანელი მძევალი გათავისუფლებულია და ცენტრალურ სომალიში მდებარე ადადოს აეროპორტიდან გაფრინდა კენიის დედაქალაქში. გათავისუფლების დეტალები ჯერ უცნობია. შარშან, როცა თავდასხმა მოეწყო ბრიტანელ წყვილზე, სომალელი შეიარაღებული პირები იერიშებს ახორციელებდნენ კენიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქთან. პასუხად, კენიამ ოქტომბერში ჯარები გააგზავნა სამხრეთ სომალიში ჯგუფ „შებაბის“ ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. „შებაბი“ აკონტროლებს რეგიონებს სამხრეთ სომალიში.
XS
SM
MD
LG