Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდამ იკისრა პასუხისმგებლობა ერაყში მოწყობილ თავდასხმებზე


ერაყში ალ-ყაიდის მებრძოლებმა იკისრეს პასუხისმგებლობა აფეთქებებზე, რომლებმაც 50-მდე ადამიანი შეიწირა. ჯგუფმა სახელწოდებით „ერაყის ისლამური სახელმწიფო“ ექსტრემისტების ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის დგას სამშაბათს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაღდადში, კარბალასა და ქირქუქში მოწყობილი აფეთქებების უკან. იერიშების მიზნად სახელდება იმის დემონსტრირება, რომ მთავრობა სათანადოდ ვერ ზრუნავს უსაფრთხოებაზე არაბთა ლიგის სამიტისთვის, რომელიც მომავალ კვირაში ბაღდადში უნდა ჩატარდეს. 29 მარტისთვის დანიშნული სამიტი იქნება პირველი ასეთი შეკრება ერაყში ბოლო 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG