Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს


საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ. მათ დღესასწაული მიულოცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ”ვამაყობ, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, რომელშიც ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს მის სრულფასოვან შვილად გრძნობს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას და ყოველი ჩვენგანი მზადაა მისთვის თავი გასწიროს”, - ნათქვამია პრეზიდენტ სააკაშვილის მისალოც წერილში.
XS
SM
MD
LG