Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო შეთანხმდა სირიის შესახებ განცხადებაზე


გაეროს უშიშროების საბჭო შეთანხმდა განცხადებაზე, რომელიც მხარს უჭერს სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის ინიციატივას სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. განცხადება შეიცავს გაფრთხილებას, რომ მიმართავენ „მორიგ ზომებს“, თუ სირია არ შეასრულებს კოფი ანანის მიერ შეთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმას. გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი რეჟიმსა და ოპოზიციური ჯგუფებს შორის დიალოგის დაწყებას და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემას. დასავლელი დიპლომატების ცნობით, განცხადების კილო შეარბილეს, რათა მისთვის მხარი დაეჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რუსეთს. ამ ქვეყანამ, ჩინეთთან ერთად, ვეტო გამოიყენა სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ორი რეზოლუციის პროექტების დასაბლოკად. რუსეთი სირიის ხელისუფლების ტრადიციული მოკავშირეა. აშშ-მა დღეს განაცხადა, რომ თუ სირია არ ითანამშრომლებს ამ დოკუმენტში გამოთქმული წინადადებების შესაბამისად, ის მეტ იზოლაციაში და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG