Accessibility links

logo-print

ტულუზაში გრძელდება მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლის ალყა


საფრანგეთში პოლიცია განაგრძობს ბოლო ათ დღეში სამი ინციდენტის დროს, შვიდი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის სახლის გარშემო ალყას. მიმდინარეობს ეჭმიტანილთან მოლაპარაკება. საქმე ეხება მოჰამედ მერას, 24 წლის საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც წარმოშობით ალჟირიდანაა. პროკურატურის თანახმად, მერამ აღიარა მკვლელობა და პირობა დადო, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდება. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის კიდევ აპირებდა თავდასხმების მოწყობას. საფრანგეთს სურს, რომ მერა ცოცხლად შეიპყროს რათა სასამარfლო მოუწყონ მას. პოლიციამ მისი ოჯახის არაერთი წევრი დააპატიმრა. იტყობინებიან, რომ მერას დედა ოთხშაბათს ალყაშემორტყმულ სახლთან მიიყვანეს, რათა ვაჟი დაეყოლიებინა, დანებებოდა პოლიციას. გავრცელდა ცნობა, ასევე, რომ მოჰამედ მერა ალ ყაიდასთან არის კავშირში და ავღანეთსა და პაკისტანში გაწვრთნეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სატელეფონო საუბარი გამართა თავის კოლეგა ნაიკოლა სარკოზისთან და სამძიმარი გამოუცხადა მას.
XS
SM
MD
LG