Accessibility links

logo-print

პრაღის აეროპორტს ვაცლავ ჰაველის სახელს მიანიჭებენ


ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის, პრაღის საერთაშორისო აეროპორტს, „რუზინეს“, ამ ქვეყნის გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელი მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა ოთხშაბათს მიიღო. სახელის ოფიციალური მინიჭება მოხდება 5 ოქტომბერს, ჰაველის დაბადების დღეს. თავიდან, მთავრობამ, ამ ინიციატივას უარი უთხრა. მოგვიანებით ინტერნეტით გავრცელებლ პეტიციას 82 ათასმა მოაწერა ხელი და წინადადებას, ვაცლავ ჰაველის ცოლიცა და ძმაც მიემხრნენ. ჰაველი სოციალიზმის პერიოდში დისიდენტი იყო, ის იყო მწერალი, დრამატურგი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი იყო 1989-1992 წლებში. ქვეყნის ორ ნაწილად დაშლის შემდეგ, 1993 წლიდან, ათი წელიწადი ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო. ჰაველი შარშან, 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG