Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტულუზაში გრძელდება ალყა მოჰამედ მერას ადგილსამყოფელთან


საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მეორე დღეა გრძელდება ალყა შვიდი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ მოჰამედ მერას ადგილსამყოფელთან. ოთხშაბათს ღამით რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ქალაქის ვიცე-მერმა მოგვიანებით განმარტა, რომ მერასთან ”მოლაპარაკებები დასრულდა და იწყებოდა შეტევა”. თუმცა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა, რომ ეს აფეთქებები მოჰამედ მერას დასაშინებლად განხორციელდა: ”აფეთქებების მიზანი იყო შეიარაღებული პირის დაშინება, რომელმაც, როგორც ჩანს, შეიცვალა გადაწყვეტილება და აღარ სურს ჩაბარება”. პოლიციამ ვერ შეძლო მოლაპარაკებების გზით დაერწმუნებინა ეჭვმიტანილი ჩაბარებოდა სამართალდამცავებს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის მოჰამედ მერა კარგად არის შეიარაღებული.
XS
SM
MD
LG