Accessibility links

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტულუზაში მოკლეს ალყაშემორტყმული ეჭვმიტანილი


საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში პოლიციასთან ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი. სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი ავრცელებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ეჭვმიტანილი მოკლულია. ფრანს-პრესი პოლიციის წარმომადგენლებისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც 23 წლის მოჰამედ მერა, დაიღუპა პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთისთვის წინააღმდეგობის გაწევისას. სავარაუდოდ მის მიერ ებრაულ სკოლასთან ორშაბათს მოწყობილმა თავდასხმამ შეიწირა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. მერა ეჭვმიტანილი იყო გასულ კვირაში სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაშიც.
XS
SM
MD
LG