Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი: ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გასროლამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მშვიდობას


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გასროლის გეგმამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მშვიდობას რეგიონში. ბან კი-მუნი ამბობს ასევე, რომ რაკეტის გასროლით დაირღვეოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 2009 წლის რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას. ჩრდილოეთ კორეის მმართველ კომუნისტურ რეჟიმს გამოცხადებული აქვს, რომ 12-დან 16 აპრილამდე პერიოდში ისვრის რაკეტას, ორბიტაზე სატელიტის განსათავსებლად. ფხენიანი ირწმუნება, რომ საქმე ეხება სამეცნიერო პროექტს. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ნათქვამი აქვთ, რომ შეშფოთებული არიან ჩრდილოეთ კორეის გეგმით, რომელიც შესაძლოა, ემსახურებდეს გრძელ რადიუსში მოქმედი ჭურვების გამოცდას.
XS
SM
MD
LG