Accessibility links

logo-print

ტულუზაში მოკლეს თავდასხმებში ეჭვმიტანილი პირი


საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მოკლულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სამხრეთ საფრანგეთში მოწყობილი თავდასხმების შედეგად შვიდი ადამიანის მოკვლაში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კლოდ გეანის განცხადებით, ეჭვმიტანილი - 24 წლის მოჰამედ მერა - მოკლულ იქნა მას შემდეგ, რაც მან სროლა დაუწყო პოლიციელებს და ფანჯრიდან გადახტა ქალაქ ტულუზაში ხუთშაბათს მოწყობილი რეიდის დროს. გეანის ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. პოლიციას ოპერაციის დასრულება მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ. როგორც მან დღეს პარიზში განაცხადა: „ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ მკვლელი მართლმსაჯულებისათვის გადაეცათ. მაგრამ დაუშვებელი იყო სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ მიზნის მისაღწევად. ისედაც მეტისმეტად ბევრი ადამიანია დაღუპული“, განაცხადა სარკოზიმ ტულუზაში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ. ეჭვმიტანილი მოჰამედ მერას სიკვდილით დასრულდა პოლიციის 32-საათიანი ოპერაცია - ალყა შენობის გარშემო, რომელშიც მერა იმყოფებოდა. თვით მერას თქმით, მას კავშირი ჰქონდა ალ-ყაიდასთან. მანვე იკისრა პასუხისმგებლობა მიმდინარე თვეში სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაზე და ტულუზის ებრაულ სკოლასთან მოწყობილ თავდასხმაზე, რომელმაც ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი შეიწირა. "ფრანცპრესი" და "ბი-ბი-სი" იტყობიტნებოდნენ, რომ ისლამისტურმა ორგანიზაცია "ჯუნდ ალ-ხალიფამ" იკისრა ამ კვლელობებისთვის პასუხიმგებლობა. ისლამისტურ საიტებზე გამოქვეყნებული ცნობით, მათ შური იძიეს ისრაელის და საფრანგეთის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. ამ ჯგუფის საფრანგეთში მოქმედების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

XS
SM
MD
LG