Accessibility links

logo-print

ისრაელი მოითხოვს ირანის შესახებ მოლაპარაკების გეგმას


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, შეიქმნას ირანთან მისი ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკების გეგმა. ბარაკმა დღეს უთხრა ისრაელის რადიოს, რომ, მისი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტული განრიგი იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა სანქციები და მართლაც სერიოზულად ეკიდება თუ არა ირანის მთავრობა მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე. ისრაელი და დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღეს ისევ წამოჭრა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის შესაძლო სამხედრო რეიდების საკითხი. მისი თქმით, ისრაელს, როგორც მომცრო სახელმწიფოს, მანევრირების ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მისი მოკავშირე შეერთებულ შტატებს. ისრაელის მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი მოსპობის საფრთხეს შეუქმნიდა ებრაელთა სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG