Accessibility links

logo-print

გიორგი ქაფიანიძე: ავტობუსების კონტროლიორთა ხელფასი გამოწერილი ჯარიმებით არ განისაზღვრება


მუნიციპალური ავტობუსების კონტროლიორთა ხელფასი მათ მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობით არ განისაზღვრება - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი ქაფიანიძემ. მან უარყო, რომ ხდება მგზავრების უსაფუძვლოდ დაჯარიმება. ქაფიანიძის მტკიცებით, მონიტორინგის სამსახურში უკმაყოფილო მგზავრთა საჩივრებისა და სატელეფონო ზარების განხილვა ხდება და თუ კონტროლიორების მხრიდან გადაცდომა დადასტურდება, დაჯარიმება, ან სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG