Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გაბუნიამ მერიას მოუწოდა, ავტობუსების კონტროლიორებზე ზედამხედველობა გაამკაცროს


თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრებმა მერიას მოუწოდეს, მუნიციპალური ავტობუსების კონტროლიორებზე ზედამხედველობა გაამკაცროს, რადგან მათი მხრიდან შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახველ მოპყრობას არაერთი მოქალაქე უჩივის. საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ 22 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მიიღეს საჩივრები ათობით მოქალაქისგან, რომლებიც კონტროლიორების ძალმომრეობისგან დაცვას ითხოვენ. გაბუნიას განმარტებით, საუბარია სამგზავრო ბილეთის და საბუთების მოთხოვნის და ჯარიმის გამოწერის ფორმებზე. ზაზა გაბუნიას განმარტებით, არსებობს ჯარიმის უსაფუძვლოდ გამოწერის შემთხვევები, რის გამოც ქრისტიან-დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კონტროლიორები მუნიციპალიტეტის მხრიდან არიან წახალისებულნი და "უსაფუძვლო ჯარიმების გამოწერისთვის მერიისგან პრემიებს იღებენ." გაბუნიას განცხადებით, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, მოქალაქეთა ღირებისა და პატივის შემლახველი მოქმედებებისთვის თითოეულ კონტროლიორს სასამართლოში უჩივლებენ.
XS
SM
MD
LG