Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლენდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას


საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, რიჩარდ ნორლენდი ოთხშაბათს წარდგა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთეირთობათა კომიტეტში მისი და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ელჩობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე. ნორლენდს მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა - განსაკუთრებით მოახლოებული საპარლამენტო და, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების გამო. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოს, მისი თქმით, დააახლოვებს ევროატლანტიკურ სტანდარტებთან და დაეხმარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. რიჩარდ ნორლენდმა ასევე აღნიშნა: „განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმით აღნიშვნა, რომ მტკიცე რჩება შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ჟენევის დისკუსიებში, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე მოსალაპარაკებლად და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ხელშესაწყობად“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რიჩარდ ნორლენდმა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
XS
SM
MD
LG