Accessibility links

logo-print

ავღანეთში ზვავმა, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა ზვავმა ჩინეთის მოსაზღვრე ვახანის რეგიონში. ოფიციალური პირების განცხადებით, დაკარგულად და, სავარაუდოდ, დაღუპულად ითვლება კიდევ ოთხი ადამიანი მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ზვავმა დაფარა სახლები სოფელ ბაროღილში. ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, პამირის მთებში მდებარე რეგიონში ჩასვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით ხერხდება. ავღანეთში წელს განსაკუთრებით მკაცრ ზამთარს უჩივიან. ბოლო სტიქიურ უბედურებამდე, ზვავების შედეგად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.
XS
SM
MD
LG