Accessibility links

მომავალ ათწლეულებში წყლის რესურსების გამო ქვეყნებს შორის კონფლიქტები დაიწყება


აშშ-ში, წლის მსოფლიო დღეს, 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, მომავალ ათწლეულებში წყლის რესურსების მისაწვდომობის გამო კონფლიქტები იქნება სახელმწფოთა შორის. დასკვნის მიხედვით, წყლის ნაკლებობა და გვალვები, ასევე წყალდიდობები, სიღარიბესთან ერთად, ასევე სუსტი მართვის გამო, გამოიწვევს სახელმწიფოთა დაშლასაც. ამ დასკვნის შედგენისას ავტორები დაეყნრდნენ დაზვერვის საიდუმლო მასალებს. დოკუმენტში კონკრეტული ქვეყნები არაა დასახელებული. ავტორები კონცენტრირებული არიან ცალკეულ მდინარეებსა და მათ აუზებზე, როგორიცაა ნილოსი, იორდანე, მეკონგი, ასევე ტიგროსი და ევფრატი ერაყში, და სირ დარია შუა აზიაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დასახელებული მუქარები, სრულიად რეალურია გლობალური უსაფრთხოებისთვის.
XS
SM
MD
LG