Accessibility links

logo-print

გაეროს უფლებადაცვის საბჭო ისრაელის ქმედების გარშემო გამოძიებას ითხოვს


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციის თანახმად, უნდა ჩატარდეს გამოძიება, ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის გამო პალესტინელთა უფლებების შესაძლებელი დარღვევის თაობაზე. საბჭოს 36 წევjმა დაუჭირა მხარი რეზოლუციgს, ათმა თავი შეეკავა, მხოლოდ აშშ იყო წინააღმდეგი. აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არ უწყობს ხელს სამართლიან და მყარ მშვიდობას. ისრაელის პრემიერი, ნეტანიაჰუ თავისი ოფისის განცხადებაში აკრიტიკებს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამ საბჭოს ჰყავს ისრაელის მიმართ მტრული უმრავლესობა და ფარისევლურია. ისრაელის ნაბიჯები, გააფართოოს დასახლებები პალესტინელთა ტერიტორიებზე, იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკას, რომელიც ამ ნაბიჯებს უკანონოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG