Accessibility links

logo-print

გაერომ განუახლა მანდატი ირანში ადამიანის უფლებების დაცვის გამომძიებელს


გაერომ განუახლა მანდატი თავის გამომძიებელს ადამიანის უფლებების სფეროში, ირანში. ხუთ ქვეყანას შორის, რუსეთი, ჩინეთი და სირია იყვნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი. ეაბიჯს მიემხრო 22 სახელმწიფო თავი 20-მა შეიკავა. თავისი ამ პოსტზე საქმიანობის პირველ წელიწადში, მალდივების ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ შაჰიდმა ისლამურ რესპუბლიკაში შესვლის უფლება ვერ მიიღო; მარტში მან გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, ძალიან გაიზარდა ირანში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი და მან 2011 წელს 670-ს მიაღწია, რაც, ამნესტი ინტერნეშნელის თანახმად, მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში, მსოფლიოს მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყნის, ჩინეთის შემდეგ. შაჰიდმა ხმა აიმაღლა ირანში უმცირესობათა მიმართ მოპყრობის და ჰომოსექსუალების, ასევე პროფკავშირების დევნის თაობაზე. ირანის თანახმად, შაჰიდის დასახელება ამ პოსტზე, დასავლეთის ნაბიჯია მის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG