Accessibility links

logo-print

პორტუგალიაში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა


პორტუგალიაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური ზომებისა და შრომის კანონმდებლობის რეფორმის გასაპეროტესტებლად. ქვეყნის უდიდესი პროფკავშირის ლიდერის, არმენიო კარლოსის განცხადებით, დემონსტრაციებმა ქვეყნის 35 ქალაქი მოიცვა. ზოგ ქალაქში პოლიციელებსა და დემონტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ლისაბონში შეტაკებების შედეგად, ორი ფოტოჟურნალისტი დაშავდა. ლისაბონში დაიხურა მეტრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეფერხებით მუშაობდა.
XS
SM
MD
LG