Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ბინეშს შეუტიეს


სირიის სამთავრობო ჯარებმა წუხელ ქალაქ ბინეშზე მიიტანეს იერიში. ბინეში ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარი დასაყრდენი პუნქტია და ის თურქეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც სააგენტო ”ფრანს პრესი” იუწყება, ჯარებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს და ცეცხლი ტანკებიდან გახსნეს. ქალაქი ათასობით მცხოვრებმა დატოვა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ბინეშზე იერიშამდე ერთი დღით ადრე სირიაში 60 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG