Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: სჯობს ოპოზიციამ შიზოფრენიულ ბოდვას თავი დაანებოს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებებზე აფხაზური მხარის რეაქციის კომენტირებას არ აპირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თავად ვაშაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა ცილისწამებას ამომწურავი პასუხი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უკვე გასცა. "სჯობს ოპოზიციამ შიზოფრენიულ ბოდვას თავი დაანებოს, მით უმეტეს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG