Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ერთმანეთს შეხვდებიან ავღანეთის, ირანის და პაკისტანის პრეზიდენტები


ავღანეთის, ირანის და პაკისტანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან ტაჯიკეთში, რეგიონულ სამიტსა და ავღანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის და პაკისტანის ლიდერის ასიფ ალი ზარდარის ჩასვლა დუშამბეში შაბათისთვისაა დაგეგმილი. ისინი ერთმანეთს გაესაუბრებიან რეგიონული თანამშრომლობის თემებზე და დაათვალიერებენ სპარსული ახალ წელს, ნავროზობასთან დაკავშირებულ გამოფენებს. ეს სამი სპარსულენოვანი ქვეყნის პრეზიდენტების ტრადიციული შეხვედრაა, რომელიც ნავროზობის პერიოდში იმართება ხოლმე.
XS
SM
MD
LG