Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ ნარკომანების ადგილი საპატიმროშია


რუსეთის ფედერალური, ნარკოტიკების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ივანოვმა განაცხადა, რომ ნარკომანები საპატიმროებში უნდა იქნენ მოთავსებული. მისივე თქმით, ნარკომანიის რუსეთში მზარდი პრობლემა სწრაფად გაკონტროლდება, თუ ნარკომანებს ნახევარი ან ერთი წლით საპატიმროებში მოათავსებენ. ივანოვი მოელის, რომ ნარკომანები, რომლებსაც ახლა ჯარიმის სახით მცირე თანხის გადახდა უხდებათ უკანონო ნარკოტიკის მოხმარებისთვის, უფრო დიდ მუქარას იგრძნობენ პატიმრობის სახით. ივანოვის უწყების თანახმად, რუსეთში ხუთი მილიონი ნარკომანია და ყოველ წელს ასი ათასი ადამიანი კვდება ნარკოტიკებით გამოწვეული მიზეზებით.
XS
SM
MD
LG