Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სერბთა შორის ადგილობრივ არჩევნებს კოსოვოში უკანონოდ თვლის


კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სერბიის გეგმა, მოაწყოს კოსოვოელ სერბებს შორის ადგილობრივი არჩევნები, უკანონოა. თუმცა, ელჩმა ფარიდ ზარიფმა განაცხადა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ძალები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეიძლება ეს არჩევნები კანონიერად გაფორმდეს. ზარიფის განმარტებით, მან უთხრა სერბიის ხელისუფალთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, რომელიც მართავს კოსოვოს, დაირღვეოდა, თუ კოსოვოელი სერბები აირჩევდნენ ადგილობრივ მმართველებს იმავე დროს, როცა სერბიაში იმართება საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს.
XS
SM
MD
LG