Accessibility links

ევროკავშირმა გააფართოვა თავისი სამხედრო-საზღვაო მისია სომალის ნახევარკუნძულთან


ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა დღეს ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო მისიებს სომალის ნახევარკუნძულთან გაუხანგძლივეს ვადა და გაუფართოვეს მოქმედების უფლებამოსილება. უახლოეს ორ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რომელთა ამოცანაა დაიცვან გემები, რომლებსაც სურსათი მიაქვთ მოშიმშილეებისთვის სომალიში, შეეძლებათ არა მარტო თავს დაესხნენ მეკობრეების გემებს, არამედ მათ ბაზებს ხმელეთზეც. ამ ეტაპზე, სომალის სანაპიროსთან, ევროკავშირის რამდენიმე ხომალდია საგუშაგოზე. მეკობრეობასთან ბრძოლის პროგრამის ბიუჯეტი მომოვალ ორ წელიწადში 15 მილიონი ევროა.
XS
SM
MD
LG