Accessibility links

მოლდავეთში ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო


მოლდავეთში ახალმა პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ, რომელიც 16 მარტს აირჩია პარლამენტის საგანგებო სესიამ, ფიცი დადო. 63 წლის ტიმოფტი 16 მარტს აირჩია 101 ადგილიანმა პარლამენტმა. მას 62 დეპუტატი მიემხრო. უმრავლესობისთვის პარლამენტში 61 ხმაა საკმარისი. კომუნისტმა დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ინაუგურაციას დაესწრნენ პოსტსაბჭოთა პერიოდის ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ არ მივიდა კომნისტური პარტიის თავმჯდომარე, ასევე ყოფილი პრეზიდენტი, ვლადიმრი ვორონინი, რომელიც გადადგა 2009 წელს.
XS
SM
MD
LG