Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ სერჟანტს 17 ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს


ამერიკელ სერჟანტ რობერტ ბეილსს წაუყენეს 17 ადამიანის მკვლელობისა და ავღანეთში 11 მარტის ძალადობისას ჩადენილი სხვა დანაშაულების ბრალდებები. ბეილსს, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან, თუმცა, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ბრალდების თანახმად, 38 წლის ბეილსმა 11 მარტს დატოვა თავისი სამხედრო ბაზა ყანდაარის პროვინციაში და დახოცა ავღანელი სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები, რის შემდეგაც ზოგი გვამი დაწვა. თავდაპირველად მას ადანაშაულებდნენ 16 სამოქალაქო პირის დახოცვაში, მაგრამ სამხედრო ოფიციალურმა პირებმა 22 მარტს ბრალდება შეცვალეს - ახლა საუბარია 17 ადამიანის მკვლელობაზე. ინიციდენტმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობას. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სასამართლო პროცესის დროს. ავღანეთში ჩასვლამდე, რობერტ ბეილსი თავში დაიჭრა ერაყში სამხედრო მისიით ყოფნისას.
XS
SM
MD
LG