Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ცნობების თანახმად, აფეთქება მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში, სადაც ხშირია შეტაკებები ერთმანეთში დაპირისპირებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის. დაღუპულების უმრავლესობა ექსტრემისტების ჯგუფ „ლაშკარ-ე-ისლამის“ წევრები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში მოქმედი თალიბების მთავარმა გაერთიანებამ.
XS
SM
MD
LG