Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აქებს ევროკავშირის ახალ სანქციებს სირიის მმართველი ელიტის წინააღმდეგ


შეერთებული შტატები მიესალმა ევროკავშირის ახალ სანქციებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოჯახის წინააღმდეგ - სანქციების მიღებას უწოდა „ძალიან კარგი ნაბიჯი“ სირიის მმართველი რეჟიმის ოპონენტებისადმი მიმართული ძალადობისათვის ბოლოს მოღების ხელშესაწყობად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა პარასკევს განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს იმას, თუ კიდევ რა ზომების მიღება არის შესაძლებელი სირიის ლიდერზე ზეწოლის მოსახდენად. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს დაუწესეს ახალი სანქციები სირიის, ისევე როგორც ბელორუსიისა და ირანის მმართველ რეჟიმებს. დამტკიცებულ ზომებს შორის არის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ასმასთვის და კიდევ ათი სირიელისთვის. ევროკავშირმა ადრე დაუწესა სანქციები სირიის 150 კომპანიას და მოქალაქეს ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის გამო.
XS
SM
MD
LG