Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ექიმებმა აღიარეს, რომ იულია ტიმოშენკო საავადმყოფოში უნდა დაწვეს


უკრაინაში ექიმებმა აღიარეს, რომ ამჟამად პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, სათანადო მკურნალობის ჩატარებისთვის საავადმყოფოში ესაჭიროება დაწოლა. ტიმოშენკოს შვიდი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. სასჯელს ის ხარკოვში მდებარე კოლონიაში იხდის. ტიმოშენკო აცხადებდა, რომ ადგილობრივი ექიმები მას სათანადოდ არ მკურნალობენ და უცხოელი ექიმების დახმარებას ითხოვდა. ამ ეტაპამდე ადგილობრივი ექიმები უარყოფდნენ ცნობებს, რომ ტიმოშენკო ავად არის და მას არასათანადოდ ეპყრობიან - თუმცა ახლა, მთავრობის მიერ დანიშნულმა ექიმების საბჭომ ეს პოზიცია უარყო და განაცხადა, რომ ტიმოშენკოს საავადმყოფოში ესაჭიროება მკურნალობა.
XS
SM
MD
LG