Accessibility links

logo-print

ევროპოლი: ევროპა შინნაზარდი ტერორიზმის ახალი საფრთხის წინაშეა


ევროპა შინნაზარდი ტერორისტების მხრიდან ახალი „ჯიჰადისტური საფრთხის“ წინაშეა. ევროპოლის დირექტორი, რობ ვეინრაიტი აცხადებს, რომ ევროპაში ისლამური ტერორის ახალი მოძრაობა „ბევრად უფრო დეცენტრალიზირებული და აღმოსაჩენად რთულია“, ვიდრე უკვე ცნობილი ქსელების შიგნით მუშაობა. ვაინრაიტმა ეს განცხადებები სააგენტო „ასოშიეიტედ პრესთან“ გააკეთა იმ ფონზე, როცა ალჟირული წარმოშობის ფრანგმა კაცმა საფრანგეთში ცხრა დღის განმავლობაში დახოცა საჰაერო მედესანდტეები, ებრაელი ბავშვები და რაბინი. თავად მუჰამედ მერა 22 მარტს დაიღუპა, პოლიციასთან გამართული სროლის დროს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ტულუზაში რეიდი განახორციელა სახლზე, რომელშიც მერა იყო გამაგრებული. საფრანგეთში მომხდარ თავდასხმებში ვეინრაიტი ალ-ყაიდის ფარულ გავლენას ხედავს.
XS
SM
MD
LG