Accessibility links

რუსეთის ოპოზიცია 15-22 აპრილს საპროტესტო აქციების კვირეულს გეგმავს


რუსეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციების ციკლს გეგმავს 15-დან 22 აპრილის განმავლობაში. ხალხის თავისუფლების დაურეგისტრირებელი, ოპოზიციური პარტიის თანათავმჯდომარემ, ბორის ნემცოვმა შაბათს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აქციები მოიცავს მრგვალ მაგიდასთან გამართულ კონფერენციებს, დებატებს, კონცერტებს და ფლეშ-მობებს. ამასთან, ნემცოვის თქმით, 1 მაისს ოპოზიცია თავისუფლების ფესტივალის ჩატარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG