Accessibility links

სანკტ-პეტერბურგში და მოსკოვში ოპოზიციის აქციები გაიმართა


რუსეთის ქალაქებში ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქციები გამართა. „ინტერფაქსის“ თანახმად, სანკტ-პეტერბურგის ცენტრში 1,000-მდე ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, რომელმაც ინციდენტების და დაპატიმრებების გარეშე ჩაიარა. ამავე სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 50-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც მოსკოვში, ნოვოპუშკინსკი პარკში, ასევე ინციდენტების გარეშე გაიმართა. პარალელურად, ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ციკლს გეგმავს 15-დან 22 აპრილის განმავლობაში. ხალხის თავისუფლების დაურეგისტრირებელი, ოპოზიციური პარტიის თანათავმჯდომარემ, ბორის ნემცოვმა შაბათს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ აქციები მოიცავს მრგვალ მაგიდასთან გამართულ კონფერენციებს, დებატებს, კონცერტებს და ფლეშ-მობებს. ამასთან, ნემცოვის თქმით, 1 მაისს ოპოზიცია თავისუფლების ფესტივალის ჩატარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG