Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტიურობამ ადგილობრივი დროით საღამოს რვის ნახევრისთვის 46.21 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბათალ ტაბაღუამ. მეორე ტურის გამართვის მიზეზი ის არის, რომ 35 ადგილისთვის რეგისტრირებული 148 კანდიდატიდან პირველ ტურში მხოლოდ 13 დეპუტატი იქნა არჩეული.
XS
SM
MD
LG