Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ „ინტერფაქსს“ აცნობა, ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა უმრავლესობას ჰქონდა მიღებული და, შესაბამისად, არჩევნები ჩატარებულად უკვე ჩაითვალა. საპრეზიდენტო არჩევნები პირველად 27 ნოემბერს გაიმართა, თუმცა გაუქმებულ იქნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატმა, ალა ჯიოევამ, გამარჯვების მოპოვება შესძლო. ხელმეორე არჩევნებში კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. მათ შორის არ არიან ყოფილი ძირითადი კანდიდატები - ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს. ალა ჯიოევამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მისი აზრით, მონაწილეობა წინა კენჭისყრის გაუქმების კანონიერების აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ანალიტიკოსები განმეორებით არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატს კრემლის მიერ მხარდაჭერილად მიიჩნევენ. როგორც ვარაუდობენ, ძირითადი კონკურენცია ორ კანდიდატს შორის იქნება. ესენი არიან სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი მოსკოვში, დიმიტრი მედოევი და უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი.
XS
SM
MD
LG