Accessibility links

logo-print

ავღანეთში დახოცილი მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადეს


ავღანეთის ოფიციალური პირის განცხადებით, ოჯახებმა, რომლებმაც ყანდაარში, ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ჩადენილი მკვლელობების შედეგად ნათესავები დაკარგეს, კომპენსაცია მიიღეს. პროვინციის საბჭოს წევრმა, აღა ლალაიმ, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ აშშ-მა ყოველი მოკლული მოქალაქისთვის 50 ათასი დოლარი გადაიხადა კომპენსაციის სახით. ამასთან, მისი თქმით, დაჭრილებმა 11 ათასი დოლარი მიიღეს. ქაბულში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების პრესმდივანმა უარი განაცხადა კომპენსაციის შესახებ ცნობების დადასტურებაზე. ამერიკელ სერჟანტს, რობერტ ბეილსს პარასკევს 17 განზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. 11 მარტს 17 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, მათ შორის ბავშვები.
XS
SM
MD
LG