Accessibility links

logo-print

დიკ ჩეინის გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა


აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დიკ ჩეინის, გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. 71 წლის ჩეინის გული დიდი ხანია აწუხებს. მან უკვე ხუთჯერ გადაიტანა გულის შეტევა. როგორც იუწყებიან, გულის გადანერგვის მომლოდინე პაციენტთა სიაში ჩეინი 20 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იყო. დიკ ჩეინი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წინა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. ჩეინის ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომელებიც მას ეროვნული უსაფრთხოების რადიკალური პოლიტიკის გამტარებელ ფიგურად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG