Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულში მიმდინარეობს ბირთვული უსაფრთხოების სამიტი


სამხრეთი კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს. მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს უმაღლესი დონის შეკრებაში, მათ შორის - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, გაეროს გენერალური მდივანი. ორდღიან სამიტზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ბირთვული მასალები ტერორისტების ხელში არ მოხვდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ხედვა ბირთვული იარაღის საფრთხის შემცირების საკითხზე 2009 წელს ჩეხეთის დედაქალაქში წარმოადგინა. 2010 წელს ვაშინგტონში გაიმართა ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი. სეულში მიმდინარე სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამებზე. ბარაკ ობამამ ფხენიანი გააფრთხილა, რომ ”მუქარითა” და ”პროვოკაციით” ვერაფერს მიაღწევს. ცნობილია, რომ ჩრდილოეთი კორეა მომავალ თვეში აპირებს შორი მანძილის რაკეტით ორბიტაზე გაუშვას სატელიტი. აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ირანს - დროულად მოაგვაროს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავა, რადგან დრო არ ითმენს.
XS
SM
MD
LG