Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელთა მკვლელობაში ბრალდებულ ამერიკელ ჯარისკაცს მეუღლე გამოესარჩლა


17 ავღანელის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი ჯარისკაცის მეუღლე ”დაუჯერებელს” უწოდებს ბრალდებებს, რომლებიც რობერტ ბეილსს წაუყენეს. ამერიკული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კარილინ ბეილსმა თქვა, რომ რობერტ ბეილსი მამაცი ჯარისკაცი იყო, მას ”უყვარდა” ბავშვები და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხოლოდ თავისი მოვალეობის შესრულება სურდა. რობერტ ბეილსს ბრალად ედება ყანდაარის პროვინციაში ბაზის დატოვება და 17 მშვიდობიანი ავღანელის მკვლელობა. მათ შორის 9 ბავშვი იყო. ამერიკელი გამომძიებლების ინფორმაციით, ბეილსმა მკვლელობები ორ ეტაპად ჩაიდინა. პირველი ეპიზოდის შემდეგ ის დაბრუნდა ბაზაზე და შემდეგ ისევ დატოვა ის. 38 წლის რობერტ ბეილსი ორი შვილის მამაა. ის ახლა აშშ-ის კანზასის შტატის ფორტ ლივენფორთის ციხეში იმყოფება.
XS
SM
MD
LG