Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულში შედგა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


სეულში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრა შედგა. ორშაბათის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოება, რომელიც გამოიწვია აშშ-ის გეგმამ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ. მანამდე სეულში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გეგმავდა რუსეთის დარწმუნებას ორი ქვეყნის მიერ სტრატეგიული ბირთვული ქობინების, აგრეთვე ტაქტიკური და რეზერვში დაცული ქობინების შემდგომი შემცირების საჭიროებაში. ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ დმიტრი მედვედევმა განაცხადა: ”მსურს საგანგებოდ გადავუხადო მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს უზარმაზარი სამუშაოსთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს რუსეთის ფედერაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთივე წარმატებით გადავჭრით დარჩენილ პრობლემებს, დღეს არსებული ჯეკსონ-ვენიკის კანონის ჩათვლით”.
XS
SM
MD
LG