Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ხურავს დამასკში თავის საელჩოს


თურქეთმა გამოაცხადა, რომ ხურავს დამასკში საელჩოს და სირიიდან გაჰყავს თავისი ელჩი. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია დაპირისპირების გამწვავება სირიის მმართველ რეჟიმსა და მის ოპონენტებს შორის. გასულ კვირაში თურქეთის მთავრობამ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაემგზავრონ სირიიდან და განაცხადა, რომ ხურავს დამასკში საელჩოს საკონსულო განყოფილებას. სავარაუდოდ, ღია რჩება საკონსულო ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში. თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს სირიის მმართველ რეჟიმს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. მან სანქციები დააწესა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს გადადგომისაკენ მოუწოდა. მეზობელ თურქეთში ჩადის ათასობით სირიელი, ვინც ძალადობას გაურბის.
XS
SM
MD
LG